Wednesday, May 4, 2011
Friday, April 1, 2011
Thursday, March 10, 2011
Wednesday, March 9, 2011
კატები მითოლოგიაში
ძველეგვიპტურ მითოლოგიაში კატას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკავა. ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, მზის ღმერთი რა გადაიქცა კატად გველ აპოპთან _ ბნელი ძალების მბრძანებელთან საბრძოლველად.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, კატა განასახიერებდა ქალღმერთ ბასტეტს, რომელიც ითვლებოდა დედობრიობის და ნაყოფიერების მფარველად და ასევე სიხარულის და გართობის ქალღმერთად. მას, როგორც წესი, ქალის ტანით და კატის თავით გამოსახავდნენ. ალბათ ასეთ გაღმერთებაში გამოიხატებოდა ადამიანის აღფრთოვანება სისუფთავის მოყვარული და თავის კნუტებზე მზრუნავი კატის მიმართ. გარდა ამისა, კატის ღამის ცხოვრების სტილი, იდუმალი და ღამით მანათობელი მისი თვალები და სწრაფად გაუჩინარების, ხოლო შემდეგ კი ასევე უეცრად გამოჩენის წარმოუდგენელი უნარი იწვევდა შიშთან ნარევ გაკვირვებას. შესაძლოა კატამ ეს პატივისცემა მოიპოვა თავისი თავისუფლებისმოყვარეობით და დამოუკიდებელი ხასიათით: მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანთან ერთად ცხოვრობს, ის მაინც თავისთვის დასეირნობს და არავის ემორჩილება.
ქალღმერთი ბასთეთის სამშობლო იყო ქალაქი ბუბა–სტისი, რომელიც მდებარეობდა ნილოსის დელტის აღმოსავლეთით. მიახლობევით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს, ფარაონმა შეშონკ პირველმა ეს ქალაქი დედაქალაქად აქცია და აქედან ამ ქალღმერთის კულტი მთელ ქვეყანაში გავრცელდა.ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც ჩ.წ. 450 წელს იმყოფებოდა ამ ქალაქში, ყვება იქ აქებულ ბასთეთის დიდებულ ტაძარზე რომელიც სიგრძეში დაახლოვებით 300 მ. იქნებოდა. აქ ათასობით კატა ცხოვრობდა, რომლებსაც სპეციალური ქურუმი უვლიდა. 30 მ. სიგანის საოცრად მოხატულ დარბაზში, რომელიც წყლით იყო შემოსაზღვული, აღმართული იყო ქალღმერთის 1 მეტრის სიმაღლის ქანდაკება. მსგავს ტაძრებს სხვა ქალაქებშიც აშენებდნენ, ბევრი ეგვიპტელი კი ქალღმერთის ხის, თიხის ან მეტალისგან დამზადებულ ამულეტებს ატარებდა.წლის დასაწყისში, ათასობით ეგვიპტელი მოდიოდა ამ ქალაქში დღესასწაულზე, რომელიც ქალღმერთ კატას–კატას ეძღვნებოდა. და იწყებოდა მხიარული დღესასწაული, სადაც ხალხი ჭამდა, სვამდა, ცეკვავდა, მღეროდა და მსხვეპლს სწირავდა ბასთეთს.
თითქმის ყველა ეგვიპტელს ყავდა სახლში კატა _ მას ისე უვლიდნენ, როგორც ყველაზე ძვირფას არსებას. თუ ხანძარი ჩნდებოდა, კატა ბავშვებზე ადრეც კი გამოყავდათ ცეცხლმოკიდებული სახლიდან. როდესაც კატა კვდებოდა, მთელი ოჯახი სამგლოვიაროდ იმოსებოდა და დასაფლავების სიმღერებს მღეროდნენ, ხოლო მწუხრს ნიშნად ხალხი წარბებს იპარსავდა. მკვდარ ცხოველს სურნელოვან ზეთებს უსვამდნენ და აბალზამირებდნენ _ პატრონების რწმენით, მხოლოდ მაშინ შეძლებდა მათი გარდაცვლილი კატის სული სხეულში დაბრუნებას. კატის მუმიას ჭრელ სახვევში ახვევდნენდა შემდეგ სპეციალურ სასაფლაოზე მარხავდნენ. იმისათვის, რომ კატას საიქიოში თავი აკრგად ეგრძნო, მას საფლავში სატამაშოებთან ერთად ზოგჯერ თაგვის მუმიებსაც აყოლებდნენ.
1890 წელს, არქეოლოგებმა ბუბასტისის მახლობლად იპოვეს კატების სამარხი. მათი ნარჩენების გამოკვლევით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი უკვე მაშინ ბევრად განსხვავდებოდნენ ველური კატებისგან.
კატები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ: თუ ადამიანი შემთხვევით, ან მითუმეტეს განზრახ კლავდა კატას, ეს ისჯებოდა სიკვდილით. სპარსეთის მეფე კამბიზმა, ფარაონ მსამეტი–ხა მესამესთან ომის დროს, ისარგებლა ამით. მან უბრძანა თავის მებრძოლებს, რომ დაეჭირათ რაც შეიძლება მეტი კატა და მიებათ თავიანთ ფარებზე. სამხედრო ეშმაკობა წარმატებით დასრულდა: ეგვიპტელები დანებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ უმჯობესი იყო ბრძოლა წაეგოთ, ვიდრე ზიანი მიეყენებინათ, ან მოეკლათ ეს ცხოველი.
კატას, სხვადასხვა მითოლოგიურ ტრადიციებში ხშირად აკავშირებენ მთვარესთან (თვალის გუგის ფორმის შეცვლია მთვარის ფაზების სიმბლიზირებაა), ნაყოფიერებასთან და მოსავლიანობასთან. გარდა ამისა, ზოგიერთ კულტრაში ის მეფობის იდეასთანაცაა კავშირში.
კატა შეიძლება აღნიშნავდეს ბოროტებას და ბნელეთის ძალებს. კატების ნაყოფიერებამ, მათმა ღამით ხედვის შესაძლებლობამ, მბრწყნავმა მრგვალმა თვალებმა ხალხში ის იდუმალ ცხოველად აქციეს, რომელიც ბნელ ძალებთანაა კავშირში. ალქაშჯებს თავ ყოველთვის ყავთ შავი კატა (შავი ფერი ღამის ფერის და მისი საიდუმლოებების სიმბოლოა).
ეგვიპტური მითოლოგია
“მკვდრების წიგნში” მზის ღმერთი რა გამოყვანილია როგორც “დიადი კატა”. იქ მოყოლილია იმის შესახებ, რომ ყოველ ღამეს რა იწყებს ცურვას მიწისქვეშა ნილოსში, გველი აპოპი კი ცდილობს მის მოკვლას და მდინარის წყალს მთლიანად სვამს. რა, ჟღალი ფერის კატის სახით, ებრძვის მას და აჭრის თავს. ანუ კატა არის მზის ღმერთი რას ერთ–ერთი სახე. გველთან დაპირისპირებამ კატა წმინდა ცხოველად აქცია. წმინდა კატა და ყველა მისი თანამოძმე ძველ ეგვიპტეში დიდი პატივით სარგებლობდნენ და მათთვის სპეციალურ ტაძრებს აშენებდნენ. ხალხს ისინი უყვარდა და უვლიდნენ მათ, რადგანაც იცოდნენ რამხელა სამსახურს უწევდა კატა მათ ღამით.
ეგვიპტეში მთვარე ბასტეტის განსახიერება იყო _ გართობის და სიხარლის ქალღმერთის. ასევე ყველაფერი იმის, რაც კი სინაზეა ქალში და დედაში. მას გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით რომელსაც ხელში სისტრი (მუს. ინსტრუმენტი) ეჭირა.
ბერძნული მითოლოგია
ბასტეტის გაიგივება ართემიდასთან _ ზევსის შვილთან, ნადირობის ქალღმერთთან, რომელსაც გააჩნია გამბედავი და აგრესიული ხასიათი. ართემიდას დაუმორჩილებელი ხასიათი ახლოს დგას ღმერთების დიადი დედის _ კიბელთან (მცირე აზია)
რომაული მითოლოგია
ართემიდა, ასევე ცნობილი როგორც დიანა, მისი სახელი განთქმული ორპიროვანი იანუსის სახელიც “დიანუსიდან” წარმოდგება, რაც ნიშნავს: ბუნების, სინათლის, მთათა და ტყეთა, წყაროთა, ნადირობის, საერთოდ, მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის, კერძოდ, მშობიარობის ქალღმერთია. კატა არის დიანას თანამგზავრი, და მას სულ ფეხებთან ახლოს დასდევს. დიანა იღებს კატის სახეს რათა დაუსხლტეს ტიფონს.
ჩინეთი
ჩინელებისთვის კატა, როგორც ღამის მცხოველი, განეკუთვნება ინ–ს (ქალური საწყისი, სიბნელე, მთვარე და ა.შ.). მას აქვს ბოროტი ალები და ტრანსფორმაციის უნარი. გარდა ამისა, ჩინეთში სჯეროდათ, რომ კატას შეეძლო ბოროტი სულების განდევნა.
სკანდინავიური მითოლოგია
ნაყოფიერების , სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი ფრეია მოგზაურობდა ორთვალა ეტლით, რომელშიც კატები იყვნენ შებმულნი.
კელტებისთვის კატა დასაფლავების სიმბოლოა. სიმბოლიზირებდა ბნელ ძალებს და ხშირად წირავდნენ მსხვეპლად.
კეჩუას ინდიელებში არსებობს რწმენა, კატის ეშმაკის, ავი სულის შესახებ, რომელსაც ჯადოქრები თავიათ ძალას სთხოვენ.
ქრისტიანობა
კატა – სატანა, სიბნელე, ავხორცეულობა… ითვლება რომ კატა არის ეშმაკის, უწმინდური ძალის, განსახიერება ან მისი დამხმარე. სხვადასხვა ლეგენდების თანახმად, ალქაჯები ხშირად იღებდნენ კატის სახეს, ან შაბაშზე შავ კატებზე ამხედრებულნი მიდიოდნენ ხოლმე.
Sunday, March 6, 2011
Saturday, March 5, 2011
siamis kata
სიამისშეფერილობა: კრემისფერი, თეთრი, ცისფერი, ღია შოკოლადისფერი.
ბეწვი: მოკლე.
ზომა: საშუალო.
ზოგადი დახასიათება: ტანადი, გრძელი ფეხები, სამკუთხა ფორმის თავი, ცისფერი თვალები, დიდი კონუსისებური ყურები და გრძელი კუდი. სიამის კატა ჭკვიანი, ცნობისმოყვარე და მომთხოვნია.
ჯანმრთელია თუ არა თქვენი კატა?
კატის ჯანმრთელობა, მისი ზრდა და განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხოველის კვებას, რადგან არასწორმა კვებამ შეიძლება კატის მოწამვლა გამოიწვიოს.
მაინც როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კატა ავად არის? როდესაც ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს ან რაიმე ტკივა, ის ექიმთან მიდის. და კატები? ისიც ჩივიან, მაგრამ სამწუხაროდ მათი ყოველთვის არ გვესმის. ამიტომაც არის, რომ ვეტერინარს ზოგჯერ დაგვიანებულად მივმართავთ. როგორ გამოვიცნოთ კატის ავადმყოფობა და როგორ გავუწიოთ მას პირველადი დახმარება?
ჩვენი ოთხფეხას დიაგნოსტირება და მკურნალობა ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.
ჯანმრთელი კატა მოძრავია და მხიარული. მას კარგი მადა, თანაბარი სუნთქვა, ცივი და ნესტიანი ცხვირი აქვს. კატის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 38–39C–ია, პულსი კი 110-130 დარტყმა წუთში.
ავადმყოფი კატები მოთენთილები და გაღიზიანებულები არიან, არ გვეხმაურებიან დაძახებაზე და
კატები თავიანთ ჭრილობებს თვითონ ილოკავენ. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათი ნერწყვი
შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ლიცოზიმს, რომლის ზემოქმედებითაც ჭრილობა იწმინდება მავნე ბაქტერიებისგან და ადვილად შუშდება. ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში კატა სეირნობის დროს ეძებს და ჭამს ბალახებს, რომელიც მხოლოდ მათთვის არის ცნობილი. არ დაუშალოთ ეს, რადგან თვითმკურნალობის უნარი კატებს გენეტიკაშ აქვთ. ყველა დანარჩენი წამალი და ქიმიური ნივთიერება კატისგან მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ლიცოზიმს, რომლის ზემოქმედებითაც ჭრილობა იწმინდება მავნე ბაქტერიებისგან და ადვილად შუშდება. ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში კატა სეირნობის დროს ეძებს და ჭამს ბალახებს, რომელიც მხოლოდ მათთვის არის ცნობილი. არ დაუშალოთ ეს, რადგან თვითმკურნალობის უნარი კატებს გენეტიკაშ აქვთ. ყველა დანარჩენი წამალი და ქიმიური ნივთიერება კატისგან მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.სპეციალისტები კატის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი ზოგადი მდგომარეობით აფასებენ. გარდა ამისა ათვალიერებენ ცხოველის ყურებს, თვალებს, ბეწვს და ა.შ. დიაგნოზის დაზუსტებისთვის მნიშნელოვანია ლაბორატორიული გამოკვლევებიც (ბაქტერიოლოგიური, ჰელმინთოლოგიური და სხვა).
ზოგიერთი წამლის მიცემა ავდმყოფი კატისთვის ჩვენ თვითონაც შეგვიძლია. ამისათვის კარგად უნდა დავიჭიროთ კატა, შემდეგ კი პინცეტით, ხის კოვზით ან ხელით ენაზე ღრმად უნდა დავუდოთ საჭირო წამალი.
ფაქტები კატის ჯანმრთელობის და ავადმყოფობის შესახებ
–თუ კატა ძლიერად ილოკავს ბეწვს – ესეიგი თავს კარგად გრძნობს.
–კატებს ღრძილების დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკლება, ამიტომ სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც ვაჩვენოთ ვეტერინარს.
–კატები, განსაკუთრებით მოზრდილობის ასაკში, სიმსივნით ავადდებიან. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
–არსებობენ პარაზიტი ჭიები, რომლებიც კატის მუცელში ცხოვრობენ. ამიტომაც არის, რომ თქვენი კატა ხშირად აღებინებს.
კატის ტუალეტი
როდესაც ტუალეტის ადგილს შეარჩევთ, ეცადეთ რომ ის აღარ შეცვალოთ, ყოველ შემთხვევაში ერთი წელი მაინც, რომ კატას არ შეეშალოს და ძველი მეხსიერებით სხვაგან არ მოისაქმოს. კატას მკვეთრი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, თუ სად არის მისი ტუალეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენვე იქნებით დამნაშავე...
კატის ლოგინი
კატას ძილის დიდი მოთხივნილება აქვს. მას დღის განმავლობაში 14–18 საათი უნდა ეძინოს. გამოუძინებლობამ შეიძლება მისი ჯანმრთელობის დარღვევა გამოიწვიოს, პირველ რიგში კი ნევროზი. სახლის კატები თავიანთი ძილის რეჟიმს პატრონის რეჟიმს უთავსებენ. კატის საწოლის მოსაწყობათ ხშირად იყენებენ კალათს ან ყუთს. ცხოველი ხშირად ყურადღებას არ აქცევს ადამიანის მიერ შერჩეულ ლოგინს და თვითონ ირჩევს სახლში დასასვენებელ ადგილს. მაგრამ ლოგინი კატისთვის ამ შემთხვევაშიც კი უნდა გვქონდეს მომზადებული.
კატის ბრჭყალები
ბრჭყალების გაქლიბვა და მოჭრა კატებს არ სჭირდებათ. ჯანმრთელ კატას ისინი წესრიგში აქვს. კატა რეგულარულად ილესავს ბრჭყალებს. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია სახლში ამისთვის გვქონდეს პატარა ფიცარი, პირსახოცი ან ფარდაგი, რომელიც ხის დაფაზე იქნება გადაჭიმული. კატების უმრავლესობა მალე ხვდება ასეთი საგნის დანიშნულებას და იწყებს მის სწორად გამოყენებას.კატის ყურები
კატის ყურებს მხოლოდ პატრონის მხრიდან ჭირდება კონტროლი. აუცილებელია როგორც გარეგანი დათვალიერება, ასევე ნიჟარის შიდა ღრუსნ დათვალიერება, რა საშუალებასაც გვაძლევს ყურის აგებულება. ყურის ნიჟანის შიდა მხარე ჯანმრთელ მდგომარეობაში ვარდისფერი და სუფთაა. გვხვდება გოგირდის მხოლოდ უმნიშვნელო დაგროვება. ძლიერი დაბინძურების გასაწმენდათ უნდა ავიღოთ ხის თხელი ჩხირი ან დაგრეხილი ბუნებრივი ნაჭერი მომრგვალებული ბოლოთი, გადავახვიოთ მასზე ბამბა და ჩავაწოთ ვაზელინში ან არაგამაღიზიანებელ ცხიმში. უნდა გავწმინდოთ ფრთხილად და შემოვიფარგლოთ მხოლოდ ყურის გარე ნაწილით. არ შეიძლება წყლის ან რაიმე სხვა სითხის გამოყენება. თუ გვაქვს ანტისეპტიკური პუდრი, სასარგებლოა მისი ჩაყრა ნიჟარის გარე ნაწილში ტკიპების წინააღმდეგ პროფილაქტიკისთვის.კატის კბილები
კბილების მოვლაში ყველა მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კენჭების დაგროვება და ღრძილების ანთება, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ საკვების ტიპს და მის სახესხვაობას. ცხოველებს, რომლებიც მაგარი საკვებით იკვებებიან, ეს პრობლემა არ აწუხებთ. განსაკუთრებით, მაგარი ხორცი იწვევს ენერგიულ ღეჭვით მოძრაობას, რაც ახანგრძლივებს უკეთესს ხდის გემოს. კბილების გამოცვლის დროს კარგად უნდა დავათვალიეროთ კნუტის პირის ღრუ და აუცილებლობის შემთხვევაში ფრთხილი მოძრაობებით უნდა დავეხმაროთ სარძევე კბილების მოცვლაში.კატის თვალები
თვალის კუთხეებში ცრემლის დაგროვებისას, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, თვალები უნდა გავუწმინდოთ ანადუღარ წყალში, ჩაის ნაყენში ან 2 პროცენტიან ბორის მჟავის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით. გვირილის ნაყენის გამოყენება არ შეიძლება, რადგან გვირილის ხშირი გამოყენება იწვევს თვალის ირგვლივ ბეწვის ცვენას. არ შეიძლება თვალზე მაგრად დაჭერა და ცრემლის ისე მოწმენდა. ძლიერი ცრემლდენის დროს კატა უნდა წავიყვანოთ ვეტერინართან.კატის დაბანა
დაბანაც ბეწვის მოვლის ერთ–ერთ საშუალებას წარმოადგენს, თუმცა ბევრი კატა ამას არ საჭიროებს – მათთვის თავიანთი ლოკვაც საკმარისია. მაგრამ ზოგჯერ ისინი ისე ილოკავენ, რომ დაბანის თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება. დაბანა წარმოადგენს პარაზიტი მწერებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ავადმყოფი ცხოველის დაბანა არ შეიძება, ამან შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს.
არსებობს დაბანის პროცედურის რამდენიმე ხერხი.
–თავიდან უნდა ავიცილოთ ხშირი დაბანა, რადგან ცხიმების დაკარგვით ბეწვის ბუნებრივი დაცვა მცირდება.
–არ შეიძლება სავსე კუჭის მქონე კატის დაბანა. ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.
–გრძელბეწვიანი კატა აუცილებლად უნდა დავვარცხნოთ დაბანის წინ.
–არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავასხათ წყალი თავზე.
არსებობს დაბანის პროცედურის რამდენიმე ხერხი.
აბაზანა ავავსოთ თბილი წყლით (დაახლოებით 40C) 7–10 სანტიმეტრზე და შიგ ჩავდოთ სქელი პირსახოცი, ფისო ასე უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს. იმისათვის, რომ თვალები არ გაუღიზიანდეს შემთხვევით მოხვედრილი შამპუნის ან საპონის ქაფით, აუცილებელია დაბანის პროცედურის წინ თვალის წვეთები ჩავაწვეთოთ.
აუცილებელია გვახსოვდეს და დავიცვათ დაბანის პროცედურის შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტები:–თავიდან უნდა ავიცილოთ ხშირი დაბანა, რადგან ცხიმების დაკარგვით ბეწვის ბუნებრივი დაცვა მცირდება.
–არ შეიძლება სავსე კუჭის მქონე კატის დაბანა. ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.
–გრძელბეწვიანი კატა აუცილებლად უნდა დავვარცხნოთ დაბანის წინ.
–არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავასხათ წყალი თავზე.
თუ თათებზე მიწებებული აქვს საღებავი ან სხვა წებოვანი ნივთიერება, უნდა წავუსვათ წეითუნის ან მზესუმზირის ზეთი და კარგად გავასუფთავოთ, შემდეგ კი დავბანოთ შამპუნით.
დავარცხნა
ბეწვის მოვლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა – დავარცხნაა. დავარცხნის მეთოდის და საშუალების შერჩევა პირველ რიგში კატის ჯიშზეა დამოკიდებული. გრძელბეწვიანების და საშუალოეწვიანების დავარცხნა სასურველია ბლაგვი კბილების მქონე მეტალის სავარცხლით, თავიდან კუდის მიმართულებით, "საყელოს" დავარცხნა კი საწინააღმდეგო მიმართულებით. თავიდან იყენებენ მეჩხერ კბილებიან სავარცხელს, შემდეგ კი შედარებით სქელს. ზოგჯერ ბეწვი უფრო იოლად ივარცხნება, თუ მას ოდნავ დავასველებთ.
მოკლებეწვიანი კატის ყოველდღიურად დავარცხნა არ არის აუცილებელი. სრულიად საკმარისია ამ პროცედურისთვის კვირაში ორჯერ გამოვყოთ ნახევარ–ნახევარი საათი. დავარცხნის შემდეგ ტანზე უნდა დავაყაროთ მშრალი პუდრისებრი შამპუნი, რაც შემდეგ უნდა ჩამოვაშოროთ ძუის ჯაგრისით. შამპუნის შემცვლელად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტალკი ან სიმინდის კრახმალი. მოკლებეწვიანი კატებისთვის კარგ "მშრალ შამპუნს" წარმოადგენს ქატო. დაახლოებით 300 გრამი ქატო უნდა გავაცხელოთ ღუმელში, დავსვათ კატა ქაღალდზე და შევაზილოთ "შამპუნი" ბეწვში. პუდრის ჩამოვარცხნისას კატა ისე უნდა დავიჭიროთ, რომ მას ფხვნილი არ მოხვდეს თვალში ან ცხვირში.
ბეწვი კატას უახლდება თითქმის მთელი წლის მანძილზე. ბევრ ჯიშს, განსაკუთრებით მოკლებეწვიანებს, ბეწვი სწრაფად და ძნელად შესამჩნევად სცვივათ. გრძელბეწვიანებში ბეწვის ცვენა უფრო დიდხანს გრძელდება. ამ დროს დავარცნა აუცილებელია, რადგან დავარცხნისას ხდება კანის საფარის მასაჟი, რაც ხელს უწყობს ბეწვის ზრდას.
პირველი ბეწვის ცვენა, როდესაც კნუტს უფერული ღინღლი მოზრდილი ცხოველის საფარით ეცვლება, 5–7 თვის ასაკში ხდება, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.
კიდევ ერთი რჩევა კატების მოყვარულთათვის
ამ ცხოველს ჩემთვის ვერაფერი შეედრება, რაღაც უნიკალური მოვლენაა კატები
როცა “გვაბრაზებენ”: არავითარ შემთხვევაში არ “ვცემოთ” (მივარტყათ). არ ვუყვიროთ, თორემ საპასუხოდ უარესს მიიღებთ!
სასურველია ყოველთვის გვქონდეს ფანჯრის საწმენდი საშუალების ქილა, სავსე წყლით და როცა “იცუღლუტებს” შეასხურეთ! შემდეგ ნამდვილად აღარ მოუნდება იმის გაკეთება!
მოკლედ დავიწყეთ
კატას თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია.
დედალ-მამალ კატას და მათ შთამომავალს 7 წლის მანძილზე 420 000 კნუტის გაჩენა შეუძლიათ.
კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ.
კატებს მხოლოდ თათების ბალიშები უოფლიანდებათ.
კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა. შედარებისათვის – ძაღლებს მხოლოდ 10-ის.
მეტნაკლებად ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა არგენტინელმა კატამ, სახელად Minchо-მ რომელიც აძვრა ხეზე და აღარ ჩამოსულა იქიდან 6 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოკვდა. ამ დროის მანძილზე მან მოასწრო 3-ჯერ დაორსულება ასეთივე ხეზე მცხოვრები კატებისაგან.
ვარდნისას, კატა ყოველთვის ერთნაირად ეცემა. ჯერ თავს ასწორებს, შემდეგ ბეჭებს, შემდეგ ფეხებს და ბოლოს ბეჭებში იხრება, რომ რბილი დაშვება განახორციელოს.
თუ კატა ავეჯს ფხაჭნის, შეეცადეთ მისცეთ ამ ადგილს ლიმონის ან ფორთოხლის არომატი. კატები ვერ იტანენ ამ სუნს.
რაც უფრო მეტს ელაპარაკებით კატებს, მით უფრო მეტს გელაპარაკებიან ისინი.
კატის ცხვირის მოხაზულობა უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი.
ჟირაფი, აქლემი და კატა – დედამიწაზე მხოლოდ ეს სამი ცხოველია ცაცია. სიარულს ისინი მარცხენა ფეხით იწყებენ. ასეთი სიარული სიჩქარის, სიმკვირცხლისა და სიჩუმის გარანტიას იძლევა.
ეგვიპტელები, საყვარელი კატის დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ.
კატას შეუძლია ყური 180 გრადუსით შეაბრუნოს. ყოველ ყურში 32 კუნთი აქვს, სმენის სამართავად ისინი იყენებენ 12 ან მეტ კუნთს.
რამდენი წლისაა თქვენი კატა ადამიანურ ასაკთან შედარებით? თუ თქვენი კატა 3 წლისაა – ეს ეფარდება ადამიანის 21 წელს, თუ 8 წლის – ადამიანის 40 წელს, ხოლო თუ 14-ის – 70 წელს.
სახლის კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15 წელია, მაშინ, როცა გარეული მხოლოდ 3-დან 5 წლამდე ცოცხლობს.
ლიონის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი შინაური კატაა. ამ საქმეში პირველები ავსტრალიელები არიან, სადაც ყოველ 10 მაცხოვრებელზე 9 კატა მოდის. აზიურ კონტინენტზე პირველი ადგილი ინდონეზიას უჭირავს, აქ 30 მილიონზე მეტი კატაა, ხოლო ევროპაში – საფრანგეთს: 8 მილიონი კატა. არსებობენ ქვეყნებიც, სადაც შინაური კატა თითქმის არ გვხვდება, მაგალითად: პერუ და გაბონი.
ყოველ წელს ამერიკელები ხარჯავენ 4 მილიარდ დოლარს კატების საკვებზე, რაც 1 მილიარდი დოლარით მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ჩვილი ბავშვების საკვებზე ხარჯავენ.
თუ კატა თქვენთან ახლოს იმყოფება და მისი კუდი ცახცახებს, ეს სიყვარულის ყველაზე დიდი გრძნობაა, რომლის გამოხატვაც შეუძლია. თუ კუდი დაბლა იწევს, ე.ი. ხასიათი ეცვლება და შეიძლება წახვიდეთ, მას არ ეწყინება.
კატები კუდს აქანავებენ, თუ არჩევანის წინაშე დგანან, ამასთან, ერთი სურვილი ბლოკავს მეორეს. მაგალითად, თუ კატა სახლის ზღურბლთან დგას და გარეთ წვიმს, კუდი ქანაობს შინაგანი კონფლიქტის გამო. მას უნდა გასვლა, მაგრამ არ უნდა დასველება. როგორც კი იგი გადაწყვეტილებას მიიღებს (სახლში დარჩენის ან გარეთ გასვლის), კუდი შეწყვეტს ქანაობას.
კატები ადამიანს იმიტომ ეხახუნებიან, რომ სხვისი სუნები გადაფარონ. სუნს გამოყოფს ჯირკვლებიდან, რომლებიც მდებარეობენ თვალსა და ყურს შორის, და კუდის ძირში.
თუ თვალის გუგები გაფართოებული აქვს დიდი განათების მიუხედავად, ე.ი. რაღაცამ ძალიან დააინტერესა, ან თამაშის ხასიათზეა.
კატას, რაიმეს დასანახად სჭირდება 1/6 იმ შუქისა, რომელიც ადამიანს სჭირდება. მათი ღამის მხედველობა საოცარია! სიბნელეში იგი საკუთარ ბადურაში არეკლილ შუქსაც კი იყენებს.
კატებს, ძაღლებისაგან განსხვავებით, ახლო მანძილზე მყოფი საგნების დანახვა არ შეუძლიათ, ანუ შორსმხედველები არიან. ხოლო ძაღლები – ახლომხედველები. ფაქტიურად, კატა ყველაზე კარგად ხედავს 75 სმ-დან 2-6 მეტრამდე მანძილის სიშორიდან.
კატის სმენის მგრძნობელობა ადამიანის სმენასთან შედარებით, 3-ჯერ მეტია.
თუ ხვდება რომ მსხვერპლი მიუწვდომელია, კატას უცახცახებს ქვედა ყბა და უკაწკაწებს კბილები.
კატები სუნს 14-ჯერ უფრო ძლიერად გრძნობენ, ვიდრე ადამიანი.
ცხვირის გარდა, კატებს სუნის შეგრძნება შეუძლიათ ე.წ. “იაკობსონის მილით”, რომელიც მდებარეობს ზედა სასაზე, ორ წინა კბილს შორის. იგი მას იყენებს, როცა განსაკუთრებით საინტერესო სუნს გრძნობს. ოდნავ ასწევს ტუჩსა და ცხვირს და ისრუტავს ჰაერს.
ბეწვის მოვლა აწყნარებს, ანეიტრალებს მის აგრესიას. თუ კატა ვერ წყვეტს, რა გზას დაადგეს, მას სჭირდება დაფიქრება თავის საქციელზე. თუ იგი რაღაცაზე ორჭოფობს, უნევერსალური რეცეპტი აქვს: საეჭვო სიტუაციებში ბეწვს ილოკავს.
ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის მას სჭირდება მოფარებული ადგილი, რომ არ შერცხვეს. ასევე, ეს ადგილი უნდა იყოს საჭმლის თეფშისაგან მოშორებით. კატებს არ უყვართ იმ ადგილის მოსვრა, სადაც ჭამენ.
არასოდეს აჭამოთ კატას ძაღლის საჭმელი. პროტეინებისადმი მათი მოთხოვნილება 5-ჯერ მეტია, ვიდრე ძაღლებისა.
კატებს სიმაღლეები უყვართ. სიმაღლეები უყვართ ასევე ლეოპარდებსა და იაგუარებს, რომელთაც ხეზე სძინავთ.
თუ კატა ვარდება, მისი შინაგანი ყური, რომელიც ბალანსს მართავს, ეხმარება თათებზე დაცემაში.
კატას საშუალოდ 12-12 მოძრავი ულვაში აქვს თითო მხარეს. ულვაშის ძირში მდებარეობს უამრავი ნერვული დაბოლოება, ამიტომ კატა მათი მეშვეობით იღებს ყველაფერზე ინფორმაციას – საგნებზე, ქარზე, ტემპერატურაზე და ა.შ. თუ კატას ულვაშებს მოაძრობთ, მას გაუძნელდება სივრცეში ორიენტირება, მაგალითად, ცუდად ინადირებს და საერთოდ, თავის თავში დარწმუნებული აღარ იქნება.
ულვაშები ეხმარება კატას განსაზღვროს, გაეტევა თუ არა თუნდაც რაიმე ჭუჭრუტანაში.
თუ კატას ულვაშები წინ აქვს გამოწეული, ე.ი. რაღაცით ძალიან დაინტერესებულია, ან ჩხუბის დროს მოწინააღმდეგის შეშინება სურს. თუ უკან – იგი შეშინებულია და გაურბის შეხებას.
კატის ნერვიულ მდგომარეობას ყურები გასცემენ – ყურებს ატოკებენ. ამ დროს შეუძლიათ მშვიდად იჯდნენ და აკვირდებოდნენ. მაგრამ თუ შეეხებით, მან შეიძლება თათიც კი დაგარტყათ.
თუ ვინმე თავს ესხმის, კატის ყურები მჭიდროდ ეკვრის თავს. ამით ის იცავს ყურებს თავდამსხმელის კბილებისა და ბრჭყალებისაგან. ხოლო თუ თვითონ ესხმის თავს, ყურებს უშვებს ჰორიზონტალურად და განზე.
კატების ჩხუბი ხანმოკლეა, მაგრამ მძვინვარე. მათი მთავარი იარაღი – კბილებია.
როცა კატას ეფერებით, თქვენი გულისცემის სიხშირე და სისხლის წნევა ქვეითდება. ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, აქვთ შანსი იცოცხლონ დიდხანს, თუ მათ კატა ყავთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც არც კატა ყავთ და არც ძაღლი.

კატა
ზოგიერთი ცხოველი მეტად ერთგული და თბილია. ასეთ ცხოველებს მიეკუთვნება კატაც. მსს ყველაზე მეტად ადამიანთან ახლოს ყოფნა სიამოვნებს.
კატის მოვლა საკმაოდ ადვილია, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე საინტერესო რჩევას, რომლებიც:ლანამ მოგვაწოდა. “კატას სითბო და ალერსი სჭირდება. მნიშვნელოვანია სტაბილური საკვებიც, კარგია სეზონური ვიტამინებიც. 8 თვის ასაკში კი აუცილებლად უნდა გაუკეთდეს აცრა.
კატის კვება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იგი ჭამს თითქმის ყველაფერს. ოღონდ საკვები არ უნდა იყოს მლაშე და ზედმეტად ცხიმიანი. მთავარია, საკვები დღის ნებისმიერ მონაკვეთში იყოს ხელმისაწვდომი, კატა ცოტ-ცოტას ჭამს და ბევრჯერ.
რაც შეეხება ჰიგიენას, თუ ქუჩაში ძალიან არ დაისვარა, კატას დაბანა არ სჭირდება, იგი თავადვე ისუფთავებს თავს. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ აბანაოთ კატა, უმჯობესია პატარაობიდანვე მიაჩვიოთ ამას. დაბანისას კი არ დაგავიწყდეთ, რომ კატას წყალი ყურში არ უნდა მოხვდეს”.
ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ, ხშირად კატის ყოლაზე უარს მისი ბეწვის გამო ამბობენ და არც თუ უსაფუძვლოდ. კატის ბეწვის მოხვედრა ორგანიზმში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. თუმცა ორგანიზმში ბეწვი იშვიათად შეიძლება მოხდეს, რადგან იგი სასას ეკვრის. მაგრამ კატის ბეწვს შეიძლება ჰქონდეს უამრავი ბაქტერია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ზოგადად კი, კატისა და ბავშვის მეგობრობა კარგია, რადგან ბავშვი სწავლობს ცოცხალი არსების გაგებას, მასზე ზრუნვას და პასუხისმგებლობას.
გარდა იმისა, რომ კატა თბილი და საყვარელი ცხოველია, მას უამრავი დადებითი თვისებაც აქვს, მაგალითად, იგი შველის ადამიანს მაღალი წნევის დროს; ამბობენ, რომ კატას შეუძლია გამოიცნოს ადამიანს დაავადება _ თუ ადამიანს გული აწუხებს, კატა დააწვება გულზე და ერთგვარ მასაჟს უკეთებს.
კატას ამინდის გამოცნობაც შეუძლია _ როცა იგი ცხვირს მალავს, ეს იმის ნიშანია, რომ აცივდება.Friday, March 4, 2011
კატა
კატა (Felis), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად პატარა (ტყის, ველის კატა) ან საშუალო და მოზრდილი (ფოცხვერი, პუმა) ცხოველებია. აქვთ ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. კატა აერთიანებს 29 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, ზოგჯერ თავს ესხმიან ირემსაც. ერთგვარ ზიანს აყენებენ სანადირო მეურნეობას და მესაქონლეობას. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.
Subscribe to:
Posts (Atom)