Saturday, March 5, 2011

კატის დაბანა

დაბანაც ბეწვის მოვლის ერთ–ერთ საშუალებას წარმოადგენს, თუმცა ბევრი კატა ამას არ საჭიროებს – მათთვის თავიანთი ლოკვაც საკმარისია. მაგრამ ზოგჯერ ისინი ისე ილოკავენ, რომ დაბანის თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება. დაბანა წარმოადგენს პარაზიტი მწერებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ავადმყოფი ცხოველის დაბანა არ შეიძება, ამან შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს.
არსებობს დაბანის პროცედურის რამდენიმე ხერხი.
აბაზანა ავავსოთ თბილი წყლით (დაახლოებით 40C) 7–10 სანტიმეტრზე და შიგ ჩავდოთ სქელი პირსახოცი, ფისო ასე უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს. იმისათვის, რომ თვალები არ გაუღიზიანდეს შემთხვევით მოხვედრილი შამპუნის ან საპონის ქაფით, აუცილებელია დაბანის პროცედურის წინ თვალის წვეთები ჩავაწვეთოთ.
აუცილებელია გვახსოვდეს და დავიცვათ დაბანის პროცედურის შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტები:
–თავიდან უნდა ავიცილოთ ხშირი დაბანა, რადგან ცხიმების დაკარგვით ბეწვის ბუნებრივი დაცვა მცირდება.
–არ შეიძლება სავსე კუჭის მქონე კატის დაბანა. ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.
–გრძელბეწვიანი კატა აუცილებლად უნდა დავვარცხნოთ დაბანის წინ.
–არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავასხათ წყალი თავზე.
თუ თათებზე მიწებებული აქვს საღებავი ან სხვა წებოვანი ნივთიერება, უნდა წავუსვათ წეითუნის ან მზესუმზირის ზეთი და კარგად გავასუფთავოთ, შემდეგ კი დავბანოთ შამპუნით.

No comments:

Post a Comment