კატის ჯანმრთელობა, მისი ზრდა და განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხოველის კვებას, რადგან არასწორმა კვებამ შეიძლება კატის მოწამვლა გამოიწვიოს.
მაინც როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კატა ავად არის? როდესაც ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს ან რაიმე ტკივა, ის ექიმთან მიდის. და კატები? ისიც ჩივიან, მაგრამ სამწუხაროდ მათი ყოველთვის არ გვესმის. ამიტომაც არის, რომ ვეტერინარს ზოგჯერ დაგვიანებულად მივმართავთ. როგორ გამოვიცნოთ კატის ავადმყოფობა და როგორ გავუწიოთ მას პირველადი დახმარება?
ჩვენი ოთხფეხას დიაგნოსტირება და მკურნალობა ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.
ჯანმრთელი კატა მოძრავია და მხიარული. მას კარგი მადა, თანაბარი სუნთქვა, ცივი და ნესტიანი ცხვირი აქვს. კატის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 38–39C–ია, პულსი კი 110-130 დარტყმა წუთში.
ავადმყოფი კატები მოთენთილები და გაღიზიანებულები არიან, არ გვეხმაურებიან დაძახებაზე და
კატები თავიანთ ჭრილობებს თვითონ ილოკავენ. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათი ნერწყვი
შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ლიცოზიმს, რომლის ზემოქმედებითაც ჭრილობა იწმინდება მავნე ბაქტერიებისგან და ადვილად შუშდება. ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში კატა სეირნობის დროს ეძებს და ჭამს ბალახებს, რომელიც მხოლოდ მათთვის არის ცნობილი. არ დაუშალოთ ეს, რადგან თვითმკურნალობის უნარი კატებს გენეტიკაშ აქვთ. ყველა დანარჩენი წამალი და ქიმიური ნივთიერება კატისგან მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ლიცოზიმს, რომლის ზემოქმედებითაც ჭრილობა იწმინდება მავნე ბაქტერიებისგან და ადვილად შუშდება. ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში კატა სეირნობის დროს ეძებს და ჭამს ბალახებს, რომელიც მხოლოდ მათთვის არის ცნობილი. არ დაუშალოთ ეს, რადგან თვითმკურნალობის უნარი კატებს გენეტიკაშ აქვთ. ყველა დანარჩენი წამალი და ქიმიური ნივთიერება კატისგან მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.სპეციალისტები კატის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი ზოგადი მდგომარეობით აფასებენ. გარდა ამისა ათვალიერებენ ცხოველის ყურებს, თვალებს, ბეწვს და ა.შ. დიაგნოზის დაზუსტებისთვის მნიშნელოვანია ლაბორატორიული გამოკვლევებიც (ბაქტერიოლოგიური, ჰელმინთოლოგიური და სხვა).
ზოგიერთი წამლის მიცემა ავდმყოფი კატისთვის ჩვენ თვითონაც შეგვიძლია. ამისათვის კარგად უნდა დავიჭიროთ კატა, შემდეგ კი პინცეტით, ხის კოვზით ან ხელით ენაზე ღრმად უნდა დავუდოთ საჭირო წამალი.
ფაქტები კატის ჯანმრთელობის და ავადმყოფობის შესახებ
–თუ კატა ძლიერად ილოკავს ბეწვს – ესეიგი თავს კარგად გრძნობს.
–კატებს ღრძილების დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკლება, ამიტომ სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც ვაჩვენოთ ვეტერინარს.
–კატები, განსაკუთრებით მოზრდილობის ასაკში, სიმსივნით ავადდებიან. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
–არსებობენ პარაზიტი ჭიები, რომლებიც კატის მუცელში ცხოვრობენ. ამიტომაც არის, რომ თქვენი კატა ხშირად აღებინებს.
No comments:
Post a Comment